1. პროექტის
სახელწოდება: კვებითი ჯაჭვი ეკოსისტემაში.
2. პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ეკოლოგიური სისტემის შემადგენელ რგოლებს,
ისწავლიან თანამშრომლობას ჯგუფებს შორის.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას
ეკოლოგიური სისტემის შემადგენელი სამი აუცილებელი
რგოლის-პროდუცენტების, კონსუმენტების და რედუცენტების შესახებ, დაადგენენ როგორი კვებითი
ურთიერთობა არსებობს მათ შორის.
4. პროექტის
მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდება დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა
ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციით ქმნიან პლაკატებს, ალბომებს , სლაიდებს.
აცნობენ აუდიტორიას, ღებულობენ გადაწყვეტილებას.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,
თაბახის ფურცლები, ფანქრები, ფოტოაპარატი,
კომპიუტერი.
9. პროექტის
მსვლელობა, (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.ა)პროექტის თემის შერჩევა.
ბ)კლასის დაყოფა ჯგუფებად.
გ)შეფასების სქემის გაცნობა.
აქტივობა
2. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში
და მოვალეობათა განაწილება.
1-ლი ჯგუფი-ხელოვნური და ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუცენტების სახებრივი შემადგენლობის
აღწერა (მცენარეების დაჯგუფება-ეგზოტები და ადგილობრივი სახეობები).
2-ე ჯგუფი- არკვევს კონსუმენტებს.
3-ე ჯგუფი- არკვევს რედუცენტებს.
4- ე ჯგუფი- არკვევს როგორი კვებითი ურთიერთობა არსებობს ეკოსისტემის სამ აუცილებელ
რგოლს შორის.
აქტივობა 3.-ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაციისათვის მზადება.
აქტივობა 4. -პრეზენტაციის ჩატარება.
აქტივობა 5.-ბუკლეტების და ფოტო ალბომის მომზადება.
აქტივობა 6.-მოსწავლეთა შეფასება.
შეფასების სქემა.
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი
ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა.
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
|
1მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი.
|
2. ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს
მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი
გაუგებარი.
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე,
ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას.
|
3. შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია.
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
|
4. ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავია, ხშირი შეცდომებით.
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით.
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
|
5. კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო,
ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული,
ანალიზი მისაღებია.
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია.
|
6. თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ
შექმნილი.
|
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია.
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული.
|
7. შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი დანახარჯი ჯგუფის მხრიდან.
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ
წარმოჩენაში.
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს
ხდის.
|
8. კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება.
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ
ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე.
|
9. დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო.
|
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი
მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
|
10. პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება
და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები.
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს
შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე
გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა
კითხვას.
|
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჟანა საბაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: janasabashvili@gmail.com