Thursday, April 10, 2014

სასწავლო პროექტი

1. პროექტის  სახელწოდება:  კვებითი  ჯაჭვი  ეკოსისტემაში.



2. პროექტის  მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ეკოლოგიური სისტემის შემადგენელ რგოლებს, ისწავლიან თანამშრომლობას ჯგუფებს შორის.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ეკოლოგიური სისტემის შემადგენელი სამი  აუცილებელი რგოლის-პროდუცენტების, კონსუმენტების და რედუცენტების შესახებ, დაადგენენ როგორი კვებითი ურთიერთობა არსებობს მათ შორის.



4. პროექტის  მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდება დამოუკიდებლად მუშაობის,  თანამშრომლობის,  კომუნიკაციისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები.

5. მონაწილეთა  ასაკი:   14-15 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა:  10 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები მოპოვებული  ინფორმაციით ქმნიან პლაკატებს, ალბომებს , სლაიდებს. აცნობენ აუდიტორიას,  ღებულობენ გადაწყვეტილებას.

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფანქრები, ფოტოაპარატი,  კომპიუტერი.

9. პროექტის  მსვლელობა, (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1.ა)პროექტის თემის შერჩევა.
                     ბ)კლასის დაყოფა ჯგუფებად.
                     გ)შეფასების სქემის გაცნობა.

აქტივობა  2. პროექტის გეგმის შემუშავება  ჯგუფებში და მოვალეობათა განაწილება.
                   1-ლი ჯგუფი-ხელოვნური და ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუცენტების სახებრივი შემადგენლობის აღწერა (მცენარეების დაჯგუფება-ეგზოტები და ადგილობრივი სახეობები).
2-ე ჯგუფი- არკვევს  კონსუმენტებს.
3-ე ჯგუფი- არკვევს რედუცენტებს.
4- ე  ჯგუფი- არკვევს  როგორი კვებითი ურთიერთობა არსებობს ეკოსისტემის  სამ  აუცილებელ რგოლს  შორის.



აქტივობა 3.-ინფორმაციის  დახარისხება, პრეზენტაციისათვის  მზადება.

აქტივობა 4. -პრეზენტაციის  ჩატარება.

აქტივობა 5.-ბუკლეტების და  ფოტო ალბომის მომზადება.

აქტივობა 6.-მოსწავლეთა  შეფასება.


შეფასების  სქემა.

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა.




ელემენტარული
1  ქულა
მისაღები

2 ქულა

ოსტატური
3  ქულა
1მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი.
2. ორგანიზება

სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი.
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას.
3. შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო,  მცდარი ინფორმაცია.
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
4. ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავია, ხშირი შეცდომებით.
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით.
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
5. კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, ანალიზი მისაღებია.
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია.
6. თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი.
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია.
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული.
7. შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი დანახარჯი ჯგუფის მხრიდან.
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში.
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის.
8. კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება.
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე.
9. დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო.
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
10. პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები.
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.

10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:

  • მოსწავლეს  შეუძლია  გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და  იმსჯელოს  ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის   შენარჩუნებაში.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჟანა  საბაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: janasabashvili@gmail.com